პრემიერი: საქართველო ყველაფერს აკეთებს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გასაძლიერებლად – ფოტოკოლაჟი

საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს და აშშ-ს კონგრესში საქართველოს საკითხის გააქტიურების გზებს.

გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს უკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე.

მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების თემებზეც ისაუბრეს და ასევე აღინიშნა სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს აშშ-ის დახმარებისა და ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს საქართველოსთან მიმართებით.

ამერიკის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში კი არიან კონგრესმენები: დეივიდ პრაისი, ტომ რაისი, რობ ვუდალი, დინა ტიტუსი და ლუიზ კეფსი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და იუსტიციის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრნენ.

11009386_878603588897385_6222209252145100402_n

11659494_878603585564052_5246362973546445666_n

11666063_878603735564037_3757587370981897909_n

11694804_878603732230704_1493530288433710503_n

11703166_878603592230718_4459041707118078427_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები