რომელ რეგიონებში მიიღებენ დახმარებას ყოველ მესამე შვილზე

  ყოველ მესამე შვილზე დახმარებას გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში მცხოვრები ოჯახები მიიღებენ.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოოს განცხადებით, ყოველთვიურ დახმარებას ბავშვი ორი წლის ასაკამდე მიიღებს.
“ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც დემოგრაფიას განსაზღვრავს, არის შობადობის ხელშეწყობა. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია შობადობის ფინანსური სტიმულირება. ჩვენ 1 ივნისიდან ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე დავიწყებთ ფინანსური დახმარების გაცემას. ეს იქნება ყოველთვიური დახმარება, რომელიც ბავშვს ორი წლის ასაკამდე გაჰყვება. მთლიანი ბიუჯეტი თავდაპირველად იქნება წელიწადში 4 მილიონი და შემდეგ – 8 მილიონი”, – განაცხადა მინისტრმა.
პრემიერის ინიციატივით, რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე, 2 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში – 200 ლარით, ხოლო ბარში 150 ლარით განისაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები