თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

  სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს თბილისის სამი რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც „კვირას“ ს.ს. “თელასიდან” აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა, საბურთალოს, სამგორისა და დიდგორის რაიონის რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლებს შეეხებათ.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს შეეხებათ. სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ორხევის დასახლების, თეთრიხევის დასახლების, იუმაშევის და ენუქიძის ქუჩების მცხოვრებლებს ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა ოქროყანის მცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები