ვაჟა-ფშაველას ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

  გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის გამო, ვაჟა-ფშაველას ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება. როგორც „კვირას” „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზ. 20-თან მიწისქვეშა საშუალო წნევის გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება შევარდენიძის, საბურთალოს ქ. 57-67 კორპუსების, ყაზბეგის გამზ. 18, 20, ზაქარიაძის, ასათიანის, ვ.ფშაველას გამზირი 37, 39, I ჩიხის კორპუსების, ნუცუბიძის ქ. 2-50, 1-57, ზემო-ვეძისის, ვ. ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩების მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საზკვების და კომერციულ ობიექტებს, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, სასტუმრო ,,ბატესტას”.
“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან .გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები