გორის რაიონში იეჰოვას მოწმეების კრებები აღარ გაიმართება

გორის რაიონის სოფელ ორთაშენში რელიგიური გაერთიანების, იეჰოვას მოწმეების კრებები აღარ გაიმართება. ამის შესახებ ტინისხიდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბესიკ ბერიანიძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრობს. მისი თქმით, სოფელში, სადაც კონგრესები იმართებოდა, იყიდება. კაპიტალურად გაკეთებულ სახლს კი სახელმწიფო იყიდის. ,,ამ შენობას საბავშვო ბაღისთვის გამოვიყენებთ. კარგად და კაპიტალურადაა გაკეთებული. სოფელში, როდესაც მოსახლეობის კრება ჩავატარეთ, თქვეს, რომ საბავშვო ბაღი გარემონტებულიყო და გაკეთებული. როცა იეჰოველების სახლს ვიყიდით, ახალი ბაღის გარემონტება და აშენება აღარ დაგვჭირდება. ამ აღმსარებლობის წარმომადგენელი თავად დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჰყიდიან სახლს. ერთ კვირაში გადავწყვეტთო. კონგრესების ჩატარებას თბილისში აპირებენ და ალბათ ორთაშენელებიც იქ ივლიან,” – ამბობს სოფლის გამგებელი.
აღსანიშნავია, რომ სოფელი ორთაშენი ერთ-ერთი პირველი სოფელია გორის რაიონში, სადაც წლების წინ იეჰოვას აღმსარებლები გამოჩნდნენ. 2001-2002 წწ-ში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებებს და შეურაცხყოფებს. იმართებოდა სასამართლო პროცესებიც. ამჟამად, სოფლის გამგებელი ამბობს, რომ მათ  ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან არავითარი პრობლემა არ შექმნიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები