„ჩვენი სირცხვილია, რომ დღემდე ვერ გავარკვიეთ, რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი!“

„თუ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვირდება გვინდა, აუცილებლად უნდა დავადგინოთ, როგორ და რა ვითარებაში მოკვდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის სირცხვილია, რომ დღემდე არაა გარკვეული, რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
„კარგად უნდა გავიაზროთ, ბოლო 25 წლის განმავლობაში რა შეგვეშალა! ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და დღემდე არ არის დადგენილი, რა მოხდა სინამდვილეში! დიახ, ჩვენი სირცხვილია, რომ დღემდე ვერ გავარკვიეთ, რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი!
თუ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება გვინდა, აუცილებლად უნდა დავადგინოთ, როგორ და რა ვითარებაში მოკვდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. ჩემი აზრით, ქართველები მთელ მსოფლიოში გამორჩეული ერი ვართ, ჩვენი ენით, დამწერლობით, კულტურით, ისტორიით, გაუტეხელი სულითა და ბუნებით, რომელიც ვერც ერთმა მტერმა ვერ დაჯაბნა! ქართველობა ჩემთვის არის დიდი სიმდიდრე და დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე! ქართველობა საამაყოა, იმიტომ, რომ ქართველი კაცი თავგანწირვას არასოდეს გაურბოდა! ჩვენი წინაპრები საკუთარ „მე“ – ზე არასოდეს ფიქრობდნენ და ყვერაზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს აყენებდნენ! დღეს კი გადახედეთ, რა ხდება – ის ადამიანები, რომლებიც ოახის ინსტიტუტს ეწინააღმდეგებიან, მხოლოდ საკუთარი პირადიდან გამოდიან და მეტი არაფერი ანაღვლებთ! გადახედეთ, როგორი ადამიანები მოისწრაფიან პოლიტიკაში – მხოლოდ ანგარება და პირადი კეთილდღეობა ამოძრავებთ, საზოგადოებაზე კი საერთოდ არ ფიქრობენ! ჩვენი ამოსავალი წერტილი ერის გაერთიანება უნდა იყოს. პირველ რიგში, უახლოეს წარსულში დაშვებული შეცდომები უნდა ვაღიაროთ და მოვინანიოთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები