საფრანგეთის პრეზიდენტი სირიაში ჩავიდა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს .
ელისეს სასახლის ცნობით, ვიზიტი 7 ივლისამდე გაგრძელდება. საფრანგეთის ლიდერი აპირებს გამოხატოს მხარდაჭერა „თავისუფალი სირიის“ მიმართ, რომელმაც, როგორც პარიზი აღნიშნავს, „დაძაბულობის შემსუბუქებაში“ მნიშვნელივანი როლი უნდა შეასრულოს.
უსაფრთხოების მიზნით, მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ჩასვლამდე არ გახმაურებულა.
ეს საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სირიაში ნიკოლა სარკოზის 2008-2009 წლებში ვიზიტების შემდეგ.