გიორგი ვოლსკი: სააკაშვილს უნდა, რომ მართოს ოპოზიციური პროცესი

“სააკაშვილს უნდა, რომ მართოს ოპოზიციური პროცესი,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

“ეს არ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის არსი მიხეილ სააკაშვილის მმართველობისა, როდესაც მას ეს სადავეები ხელში ჰქონდა და ახლა ცდილობს, იგივე სადავეები მოიმარჯვოს და მართოს ოპოზიციური პროცესი. ჩერგოლეიშვილი აქ არაფერ შუაშია, სააკაშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა თავი აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონად და ცდილობს, რომ ეს ტრენდი შეინარჩუნოს იმ სცენარში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. ნანუკა ჟორჟოლიანი შეარჩია იმ მექანიზმად, რომლითაც უფრო ადვილად გაატარებს თავის ამ გეგმას, თუმცა წარმატების შანსი არ აქვს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები