ნიდერლანდები, შვედეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო ბლოკავენ

ნიდერლანდები მხარს არ უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში სერბეთისთვის მე-3 კლასტერის გახსნას. ოფიციალური ამსტერდამის განცხადებით, ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა ამ ეტაპზე დამსახურებაზე დაფუძნებული არ იქნება.

ნიდერლანდების გარდა, სერბეთის ევროინტეგრაციის პროცესს ევროკავშირის კიდევ ოთხი სახელმწიფო – შვედეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა) აფერხებენ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები გადაწყვეტილების მიზეზად კანონის უზენაესობასთან არსებულ პრობლემებთან ერთად, სერბეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმას ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები