დავით მათიკაშვილი: ანაკლიის პორტის სახელმწიფოს მხრიდან მართვა ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია

“ანაკლიის პორტის სახელმწიფოს მხრიდან მართვა ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“სტრატეგიული დანიშნულების და ფუნქციის მატარებელი პორტი, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტის შემადგენლობაში იქნება, ცხადია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მისი მართვა, მისი მმართველობა, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური მდგრადობის და წინსვლის თვალსაზრისით არის ძალზე მნიშვნელოვანი. მსგავსი წესრიგით იმართება არაერთი პორტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასე რომ სახელმწიფომ მიიღო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საჭირბოროტო გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მომავლისთვის, შუა დერეფნის განვითარებისთვის”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენება მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდის მოდელით მოხდება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები