ტრამპის თქმით, სი ძინპინი სექტემბერში აშშ-ს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სექტემბრის ბოლოს ვაშინგტონს ეწვევა.
თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ სადილზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა ამ ვიზიტის შესახებ საუბრისას აღწერა თეთრ სახლში მიმდინარე გაფართოების პროექტები, მათ შორის, მისი თქმით, დიდი ხნის წინ დასაგეგმი დარბაზი, რომელიც რადიკალურად შეცვლის პრეზიდენტის რეზიდენციის შესაძლებლობებს სახელმწიფო დონის მიღებების მასპინძლობისთვის.
„პრეზიდენტი სი სექტემბრის ბოლოს ჩამოდის. მგონი, 24 სექტემბერს. ჩვენ გვჭირდება დიდი საბანკეტო დარბაზი, სადაც ათასობით ადამიანს შეეძლება მისი ნახვა. ყველას უნდა მისი ნახვა. იგივე ეხება მეფე ჩარლზს და მრავალი ქვეყნის ლიდერს. ახლა ჩვენ გვექნება ისეთი ადგილი, რომლის მსგავსიც არცერთ სხვა ქვეყანას არ გააჩნია“, – განაცხადა ტრამპმა.