“გვიხარია, რომ ხუთ ქართველ სტუდენტს მიეცემა შანსი, აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მონაცემთა მეცნიერებების, ფიზიკის, სამედიცინო ფიზიკისა და სამებაღეო მეურნეობის მიმართულებით” – აშშ-ის საელჩო
“ვულოცავთ ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის წლევანდელ სტიპენდიატებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში სრული დაფინანსებით ისწავლიან”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
“გვიხარია, რომ ხუთ გამორჩეულ ქართველ სტუდენტს მიეცემა შანსი, აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მონაცემთა მეცნიერებების, ფიზიკის, სამედიცინო ფიზიკისა და სამებაღეო მეურნეობის მიმართულებით.
წარმატებას ვუსურვებთ სტუდენტებს და ვიმედოვნებთ, რომ შინ ახალი იდეებით, ცოდნითა და გამოცდილებით დაბრუნდებიან.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ბანკი • Bank of Georgiaსა და ჯორჯია კაპიტალის ფონდს „Tree of Life”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.