ეროვნული გამოცდები კვლავ ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.

“ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.

ინგლისური ენის გამოცდის პარალელურად, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ფიზიკის გამოცდას აბარებენ.

ფიზიკის გამოცდაზე რეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცხადდა 76%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაგვიანების შემთხვევა არ ფიქსირდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები