ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას „ქართული ოცნება“ მოიპოვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არცევნებში გამარჯვებას კვლავ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო გაძლიერდეს.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ხალხზე ორიენტირებული მთავრობა ვართ. ჩვენ ვართ სამართლიანობაზე, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება. კიდევ ერთხელ ვისურვებ, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად ყველა გავერთიანდეთ“, – განაცხადა პრემიერმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები