პრემიერი: „ნაციონალებზე“ აღარც ვფიქრობ, რადგან მათი სახით დაშლილი და ძალაგამოცლილი პარტია დავინახე

„სააკაშვილი არის წარსული და მასზე დროის დაკარგვა არ ღირს, ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას გააკეთა და განაცხადა, რომ გამორიცხულია, „ნაციონალებმა“ რაიმე სახით, თუნდაც სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად მიკედლებით და ალიანსის შექმნით, ხელისუფლებაში დაბრუნება მოახერხონ.
„ნაციონალების“ დაშლილ პარტიაზე საუბარი არ გვინდა, რადგან ეს წარსულია, ჩავლილი ამბავია და ეს ადამიანები ვეღარასოდეს მოიპოვებენ საქართველოს მოსახლეობის ნდობას. „ნაციონალებმა“ იმდენი დანაშაული ჩაიდინეს და იმხელა ტკივილი მიაყენეს, ქართველი ხალხი ამას ვერასოდეს დაივიწყებს. სააკაშვილმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის სტატუსს ატარებდა, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, რაშიც კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. ჩემთვის ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი არ არის და დიდი ხანია „ნაციონალებზე“ აღარც ვფიქრობ, რადგან მათი სახით დაშლილი და ძალაგამოცლილი პარტია დავინახე“,- განაცხადა პრემიერმა და მოსახლეობას ურჩია, აღნიშნულ საკითხზე ფიქრით დროს ნურც ისინი დაკარგავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები