შავი ზღვის აკვატორიაში რუსული და ნატო-ს გემებია მობილიზებული
შავი ზღვის აკვატორიაში მობილიზებულია რუსული და ნატო-ს სამხედრო გემები. ამის მიზეზი კი უკრაინაში განვითარებული მოვლენები გახდა. შეერთებულმა შტატებმა გეგმური სწავლებების მოტივით, სამხედრო კონტინგენტი პოლონეთსა და რუმინეთში განათავსა.
შავ ზღვასთან ახლოს კი ამერიკელებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური ავიამზიდი “ჯორჯ ბუში” ჰყავთ.
ცნობილია, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეზე კონტროლი საკუთარ თავზენატოს მისიამ აიღო. ასევე ცვლილებებია რუსულ სამხედრო პოზიციებზეც. კრემლს ყველა სამხედრო ბაზაზე საბრძოლო მზადყოფნა აქვს გამოცხადებული. ავიატექნიკის გადაადგილება შეიჩნევა სომხეთში განთავსებულ რუსულ ავიაბაზა “ერებუნიზეც”. რამდენიმე დღეა სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. გუდაუთასა და ცხივალთან ახლოს 8 ათასი რუსი სამხედრო საარტილერიო და სახმელეთო სწავლებებს გადის.