„უკრაინასთან ომის დაწყების შემთხვევაში პუტინს ნიუბერგის პროცესი ელოდება“

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, უკრაინასთან ომის დაწყების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინს მოსკოვის ნიურბერგის პროცესი ელოდება.
შეგახსენებთ, რომ კრავჩუკი უკრაინის პრეზიდენტი 1991-94 წლებში იყო. შემდეგ ის დიდი ხნის მანძილზე რადას დეპუტატი იყო.
უკანასკნელად  პოლიტიკურ სცენაზე კრავჩუკი რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა, როდესაც პრეზიდენტებთან, კუჩმასთან და იუშენკოთან ერთად, მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს იანუკოვიჩს შეხვდა და უკრაინის კრიზისიდან გამოყვანაზე ესაუბრა. თუმცა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები