პატრიარქი სტამბოლიდან თბილისში დაბრუნდა

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სტამბოლიდან თბილისში დაბრუნდა. პატრიარქს კომენტარი არ გაუკეთებია. უწმინდესს აეროპორტში მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ. ილია მეორე 6-9 მარტს სტამბოლში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში გამართულ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა შეკრებას ესწრებოდა. კათოლიკოს-პატრიარქმა მომავალი დიდი კრების მოსამზადებელ საკითხებს შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილის განსაზღვრა დიპტიხში შეიტანა, ასევე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის აღდგენის საკითხის განსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები