ყირიმი საკუთარ ჯარს ქმნის
ყირიმი საკუთარ ჯარს ქმნის,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სამხედრო პუნქტებში უკვე გამოცხადდნენ პირველი მოხალისეები. ავტონომიური ოლქის პრემიერ-მინისტრი კი ავტონომიის შეირაღებული ძალების მთავარსარდლად ცხადდება. ეს უფლებამოსილება სერგეი აქსენოვს ყირიმის პარლამენტმა მიანიჭა. დღესვე ცნობილი ხდება, რომ ნატო უკრაინის საზღვრებისკენ, კონკრეტულად კი პოლონეთისა და რუმინეთისკენ, მზვერავ თვითმფრინავებს გზავნის. ინფორმაციას ალიანსის პრესსპიკერი ადასტურებს და ამბობს, რომ ნატოს გადაწყვეტილებით, ყველა დაზვერვითი გაფრენა მხოლოდ ალიანსის ტერიტორიიდან განხორციელდება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 16 მარტს ყირიმში დანიშნულ რეფერენდუმსაც ეხმაურებიან და ხაზს უსვამენ, რომ ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთების მიზნით დაგეგმილ რეფერენდუმს უკრაინასა და დასავლეთში უკანონოდ მიიჩნევენ. რეფერენდუმს ემიჯნებიან ყირიმელი თათრებიც.