თბილისში დემოგრაფიული მონაცემების შესახებ კვლევა ჩატარდება

     არაოფიციალური მონაცემებით კი, ყოველწლიურად 100-დან 150-მდე აბორტი კეთდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ლევან ვასაძემ განუცხადა. ვასაძის ინიციატივით, თბილისში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩატარდება, კვლევის ჩატარებას საკრებულოს დაფინანსებით თავად ფონდი უზრუნველყოფს. “ჩვენ გავაცანით საკრებულოს წარმომადგენლებს დემოგრაფიული ფონდის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები და პროექტები. საქვეყნო დონის პროექტებია და დაიწყო მსჯელობა, რისი განხორციელება შეიძლება მუნიციპალურ დონეზე. გადაწყდა, რომ ჩატარდეს პროფესიონალური კვლევა თბილისის მასშტაბით დემოგრაფიული პრობლემატიკისა. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ჩვენ დავამუშავებთ ტექნიკურ-პროფესიულ რეკომენდაციებს, თუ რა უნდა იქნეს გამოკვლეული, რომ დაიდოს ნათელი სურათი ამ კუთხით დედაქალაქში არსებული ვითარების შესახებ”, – განაცხადა ლევან ვასაძემ. მისივე განმარტებით, თბილისში შობადობის ზრდა შეინიშნება, თუმცა დედაქალაქს უარყოფითი წვლილი შეაქვს აბორტების სტატისტიკაში.
“ჩვენი ინფორმაციით, თბილისს აქვს დადებითი დემოგრაფიული ბალანსი, მას უჭირს სხვა რაღაცები – შეაქვს უარყოფითი წვლილი ქვეყნის აბორტების სტატისტიკაში. ოფიციალურად 40 ათასი, არაოფიციალური მონაცემებით კი, ყოველწლიურად 100-დან 150-მდე აბორტი კეთდება, ესაა უზარმაზარი ციფრი. 270-დან 400 აბორტამდე თვეში – ქვეყნის მოსახლეობის 3-4 პროცენტს ჩვენ ყოველ წელს ვკლავთ”, – განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები