გარემოს დაცვის მინისტრი ევროკავშირის ექსპერტს შეხვდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ევროკავშირის ექსპერტს ბიოუსაფრთხოების სფეროში ჰელმუტ გაუგიჩს შეხვდა. ჰელმუტ გაუგიჩი ამავდროულად ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს ბიოუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსია. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტის ვიზიტის მიზანი ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების მომზადებაა, ბიოუსაფრთხოების სფეროში. შეხვედრაზე საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზეც ისაუბრეს. მინისტრმა ესპერტს გააცნო კანონპროექტი, რომელიც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მოამზადა, საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა და ქვეყანაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით შექმნილი თესლის შემოტანას და მის გარემოში ინტროდუქციას აკრძალავს.