ერთად დავეხმაროთ თბილისს – ახმეტელის თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლები გაიმართება
მიმდინარე კვირაში სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლები გაიმართება. 26 ივნისს, 20 საათზე, წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ირაკლი გოგიას სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“, ხოლო 27 ივნისს, 20 საათზე – „იმერული რეკვიემი“. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში. 27 ივნისს, ახმეტელის თეატრში 34- ე თეატრალური სეზონი დაიხურებ