10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი

  მომღერალი ტაილორ სვიფტი ამერიკული ჟურნალის “Billboard”-ის ყოველწლიური რეიტინგის სათავეშია. ორშაბათს გამოქვეყნდა 40 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლის სია.
1. ადგილით ლიდერობს “ქანთრის” მომღერალი, 24 წლის ტაილორ სვიფტი, რომელმაც გასულ წელს 39,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, ძირითადი შემოსავალი მომღერალს მსოფლიო ტურნემ შემოუტანა სტუდიური ალბომის “რედ”-ის მხარდასაჭერად. მომღერალი “Billboard”-ის რეიტინგში პირველ ადგილს უკვე არა ერთხელ იკავებს. ყველაზე მაღალანაზღაურებად მომღერლად ის 2012 წელსაც დასახელდა. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლის ჩამონათვალს.
1. ტეილორ სვიფტი – 39,7 მილიონი დოლარი;
2. კენნი ჩესნი – 32,9 მილიონი დოლარი;
3. ჯასტინ ტიმბერლეიკი – 31,5 მილიონი დოლარი;
4. ჯონ ბონ ჯოვი – 29,4 მილიონი დოლარი;
5. როლინგ სთოუნსი – 26, 2 მილიონი დოლარი;
6. ბიონსე- 24, 4 მილიონი დოლარი;
7. მარუნ 5 – 22, 2 მილიონი დოლარი;
8. ლუკ ბრაიანი – 22,1 მილიონი დოლარი;
9. ფინქი – 20 მილიონი დოლარი;
10. ფლითვუდ მაკი – 19, 1 მილიონი დოლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები