2012 წელს ქვეყანაში 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა

  დემოგრაფიული პრობლემა ავიდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში და შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემაზე იმუშავებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება დემოგრაფიული აღორძინების ფონდის წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს შორის შეხვედრაზე მიიღეს. “საქართველო დგას ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე, მათ შორის კი ერთ- ერთი დემოგრაფიული პრობლემაა. დღეს ჩვენ გვქონდა პრემიერთან შეხვედრა. დემოგრაფიული პრობლემა ავიდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში – შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი, რომელსაც თავად პრემიერი უხელმძღვანელებს.
სტატისტიკურად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უფრო მაღალი იყო შობადობა, ვიდრე – დღეს. პიკი იყო 1970 წელს, როცა 120 ათასამდე ბავშვი დაიბადა, დღეს კი მაჩვენებელი ამის ნახევარიც არ არის. კატასტროფული ვითარებაა აბორტების თვალსაზრისით – 2012 წელს ქვეყანაში 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა”, – აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები