მეხანძრე-მაშველებმა კარვები თბილისის მერიასთან გაშალეს

   მეხანძრე-მაშველების პროტესტი გრძელდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრობლებმა ორკვირიანი შიმშილობის შემდეგ თბილისის მერიასთან გადაინაცვლეს და ორი კარავი გაშალეს. მეხანძრე-მაშველებმა თბილისის მერიას საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის თემურ გიორგაძის და მისი დის შვილის, სააგენტოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების უფროსის ლევან ჩხიკვაძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვენ. მაშველების განცხადებით, თემურ გიორგაძე კრიმინალია, პერიოდულად სამსახურში ზონდერების გადამზადება ხდებოდა, რომ მიტინგები დაეშალათ. დღეს მეხანძრე-მაშველების გაფიცვის დაწყებიდან 29-ე დღეა. მეხანძრე-მაშველები ამ აქციის გაგრძელებას თვითმმართველობის არჩევნებამდე აპირებენ. დღესვე თბილისის მერია მაშველების აქციას გამოეხმაურა. როგორც მერიის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ კობა ბრეგვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააგენტოში შექმნილია ჯგუფი მაშველებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. სააგენტოს ხელმძღვანელობა გაფიცულებს სთავაზობს სასამართლოს გზით აღიდგინონ სამსახურში თავი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები