წყნეთში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ობიექტი გაიხსნა
დღეიდან წყნეთის ტერიტორიაზე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ობიექტი ამოქმედდება – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი მუსხელიშვილმა აღნიშნული ობიექტის გახსნის დროს განაცხადა. მისი განმარტებით, წყნეთი საკმაოდ დიდი დასახლებაა, რომელიც თბილისის ფარგლებს ეკუთვნის. მისივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების მანქანა წყნეთში თბილისიდან უნდა ამოსულიყო, “სამწუხაროდ, ხშირ შემთვევაში, შედეგი ფატალური იყო”. თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურთან ორთვიანი მუშაობის შედეგად აღნიშნული პრობლემა მოქალაქეთა საკეთილდღეოდ გადაწყდა, რომლის თანახმად, წყნეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობაში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების პუნქტი უკვე დღეიდან ამოქმედდება. თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის შალვა ბრაჭულის ინფორმაციით, დღემდე წყნეთში სასწრაფო – სამედიცინო ბრიგადის განთავსება მხოლოდ სეზონურად ხდებოდა, დღეიდან კი. მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, წყნეთის მოსახლეობას ერთი სამედიცინო ბრიგადა 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.