ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მეუღლემ სიმბოლური მემორიალი ყვავილებით შეამკეს – ფოტოკოლაჟი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან ერთად ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზასთან გაკეთებული სიმბოლური მემორიალი ყვავილებით შეამკო და სტიქიის შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და განაცხადა, რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად, თბილისის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, სტიქიის ადგილზე მსხვერპლთა მემორიალი უნდა გაიხსნას.
“მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია. როგორც ვიცი, გუშინ დაიწყო სამგლოვიარო პანაშვიდები და მე დავავალე მინისტრებს, მივიდნენ ყველა ოჯახში. ჩვენ – ყველანი ერთად ვგლოვობთ ამ საშინელ ტრაგედიას. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და გამოვხატავ ძალიან დიდ გულისტკივილს“, –აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.