გარეული ცხოველების ზოოპარკიდან გაქცევის ბოლო დროს მომხდარი ცნობილი ფაქტები – ფოტოკოლაჟი

მსოფლიოში ზოოპარკებიდან, ასევე გარეული ცხოველების ნაციონალური პარკებიდან ცხოველთა გაქცევის ფაქტები არცთუ იშვიათი შემთხვევაა. ზოგჯერ მსგავსი ფაქტები ზოოპარკების თანამშრომელთა დაუდევრობით ხდება და კომიკურ ხასიათს ატარებს, ხან კი ტრაგიკულად სრულდება.
ასე, მაგალითად, 2014 წელს სამხრეთ აფრიკის ზოოპარკიდან გაქცეული ლომი გარკვეული დროის განმავლობაში ქუჩაში დასეირნობდა, რამაც მძღოლთა და გამვლელთა შორის პანიკა გამოიწვია. მძღოლებმა სასწრაფოდ აწიეს ფანჯრები, სხვებმა კი მობილური ტელეფონები მოიმარჯვეს და ლომს ფოტოები გადაუღეს. ეს ფაქტი ინციდენტის გარეშე დასრულდა. ნახევარსაათიანი „გასეირნების“ შემდეგ ლომი ზოოპარკში საკუთარი სურვილით დაბრუნდა.11639167_10204144514124713_338340684_o
ლომების გაქცევა ამ ქვეყანაში იშვიათი შემთხვევა არ არის. სამხრეთ აფრიკაში საკმაოდ ბევრი ზოოპარკი და ველური ბუნების პარკია. კარუს პროვინციაში 10 ივნისს გაქცეული ლომის მოძებნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამძებრო სამუშაოებში სპეციალური ჯგუფები და ვერტმფრენები მონაწილეობდნენ. ლომი პარკიდან ძლიერი წვიმის დროს გაიქცა, მის დასაჭერად რამდენიმე ხაფანგი დააგეს, თუმცა უშედეგოდ. სამი წლის ლომის სამძებრო სამუშაოებში ძაღლებიც მონაწილეობდენ. კარუს ნაციონალური პარკი ნახევრად უდაბნოში მდებარეობს.
კიდევ ერთი ნახევრადკომიკური შემთხვევა ისრაელში 2015 წლის 1 იანვარს მოხდა. ახალი წლის ღამეს სამი მარტორქა ქალაქ რამატ-განეს ზოოპარკიდან გაიქცა. როგორც გაირკვა, ზოოპარკის დარაჯს კარის დაკეტვა დაავიწყდა, რის გამოც ცხოველებმა გაქცევა მოახერხეს. ცხოველები ზოოპარკის დირექტორმა იპოვა. სამი მარტორქა ზოოპარკის სიახლოვეს მდებარე ავტოსადგომზე აღმოაჩინეს. მარტორქები გაქცევის შემდეგ ისეთი შეშინებულები ჩანდნენ, რომ ისინი რამდენიმე წუთში, უპრობლემოდ დაიჭირეს.11639888_10204144514284717_1019399881_o
ბოლო დროის ყველაზე სისხლიანი შემთხვევა 2011 წლის ოქტომბერში ოჰაიოს შტატში მოხდა, სადაც პოლიციამ ათობით საშიში ცხოველი დახოცა. 62 წლის ტერი ტომპსონის გარეული ცხოველების ფერმიდან საერთო ჯამში 56 ცხოველი გაიქცა. ამის შემდეგ პოლიციაში ადგილობრივი მოსახლეობის ზარები შევიდა, რომლებმაც გზებზე და მიმდებარე ტყის მასივში გარეული ცხოველები შენიშნეს. გაქცეული ცხოველებიდან მხოლოდ ექვსის – ერთი დათვის, სამი ლეოპარდის და ორი მაიმუნის დაჭერა მოხერხდა. დანარჩენი ცხოველები კი პოლიციამ მოკლა. მათ შორის იყო 18 ბენგალის ვეფხვი, რამაც ცხოველთა დამცველების პროტესტი გამოიწვია. თავად ტერი ტომპსონი ფერმის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ვერსიით, მან თავი მოიკლა.11356333_10204144514164714_432313731_n
ზოოპარკებიდან ცხოველების გაქცევის ფაქტები რუსეთშიც ხდება. გასულ წელს გელენჯიკის ზოოპარკიდან რამდენიმე ირემი გაიქცა, რომლებმაც ღობე გაანგრიეს. ნალჩიკის კერძო პარკიდან კი დათვი გაიქცა, რომლის მოძებნა ვერ მოხერხდა.
ასევე, დაახლოებით ერთი თვის წინ მოსკოვში, შელეპიხინოს ქუჩის მაცხოვრებლებმა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ორი ლეოპარდი შენიშნეს. ერთი მტაცებელი ცხოველი სახლის ფანჯრის რაფაზე იჯდა, ხოლო მეორე ქუჩაში დასეირნობდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ცხოველები პატრონს დაუბრუნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლეოპარდები უბრალოდ ერთ-ერთ ადამიანთან სახლში ცხოვრობდნენ.
უბუდერი შემთხვევები ზოოპარკების ტერიტორიაზეც ხდება. ასე მაგალითად, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პარკში ლომი პირდაპირ მანქანაში შეხტა და ამერიკელი ტურისტი დაგლიჯა. კიდევ ერთი ინციდენტი ასევე აფრიკაში, კრიუგერის ნაციონალურ პარკში მოხდა. აქ ნიანგი წყლის სიახლოვეს მისულ გოლფის მოთამაშეს დაესხა თავს. 29 წლის ჟან დერ სანდტის ცხედარი მდინარეში მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს.

                                                                                                                            მიხეილ ვარძელაშვილი

11418467_10204144514084712_395082288_n

11120934_10204144514044711_1840752874_n

11423632_10204144514244716_1853892568_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები