ივლიტა ჯიბუტის ცხედარი „მზიურში“ იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ თბილისში, „მზიურის“ პარკში მაშველების მიერ ნაპოვნი ცხედარი 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაკარგულ ივლიტა ჯიბუტს ეკუთვნის. აღნიშნული ინფორმაცია გარდავლილის ახლობლებმაც დაადასტურეს.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის სტიქიის დროს ივლიტა, მეუღლესთან და მეგობარ გოგონასთან ერთად, ვერეს ხეობაში, სახლში იმყოფებოდა. ივლიტას მეგობარი გუშინ გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მისი მეუღლის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს. დაკარგული ივლიტას ძებნა კი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები