ბოლნისის “სიონის” გენერალური დირექტორი სამაშველო სამუშაოებში 13 ივნისის ღამიდან მონაწილეობს (ფოტოკოლაჟი)

ბოლნისის “სიონის” გენერალური დირექტორი ლადო ბურდული თბილისში, სამაშველო სამუშაოებში 13 ივნისის ღამიდან მონაწილეობს.
როგორც ლადო ბურდულმა“კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება იმდენად რთულია, ვიდრე ცოცხალი ძალა არ გაწმენდს გარკვეულ მონაკვეთებს, ტექნიკას იქ შესვლა და გადაადგილება გაუჭირდება.
ბურდულის თქმით, მასთან ერთად ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წამომადგენლები და მოხალისეები, ისინი ერთიანი ძალებით ცდილობენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას.
“მაშველები და მოხალისეები დღეს დილის 10 საათიდან კვლავ მობილიზებულები ვართ და ვასუფთავებთ ტერიტორიას. აქ კვლავ გაუვალი ადგილებია. მანამ, სანამ არ მოხდება ტერიტორიის გასუფთავება, ტექნიკას გაუჭირდება გადაადგილება. აქ, ჩემ გარდა, უამრავი ადამიანია და ერთობლივი ძალებით ვცდილობთ, სტიქიის შედეგებს ვებრძოლოთ“, – განუცხადა “კვირას“ ლადო ბურდულმა.

10543826_380900165449506_1156779935_n

11292616_380900335449489_903270139_n

11311869_380900102116179_480921770_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები