„მწვანე მუშტი” ზოოპარკის ტერიტორიაზე ტყე-პარკის მოწყობის ინიციატივით გამოდის

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე მუშტი” ვერეს ხეობაში ცენტრალური ტყე-პარკის მოწყობის ინიციატივით გამოდის და მხარდამჭერთა ხმებს აგროვებს.
ორგანიზაცია აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას ზოოპარკის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში ითხოვს. გარდა ამისა, ორგანიზაცია გამოთქვამს სურვილს, რომ 13 ივნისის სტიქიისაგან დაზარალებული ვერეს ხეობის გაუსხვისებელი მიწის ნაკვეთებიც ახალი ცენტრალური ტყე-პარკის შემადგენლობაში შევიდეს.
პეტიციას ხელს ამ დროისთვის 4 ათასზე მეტი ადამიანი აწერს. პეტიციის სრულყოფილებისთვის სულ 10 ათასი ხმა არის საჭირო, რასაც ამ დროისთვის 5711 ხმა აკლდება. “მწვანე მუშტის” იდეას ინტერნეტში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ნაწილმა ზოოპარკის ტერიტორიაზე მოკლული შუმბას ხსოვნის პატივსაცემად მისი ძეგლის დადგმის სურვილი გამოთქვა, ნაწილმა კი, ზოგადად, პარკისთვის “შუმბა პარკის” დარქმევის აზრი. ადამიანთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვერეს ხეობის ტერიტორიაზე ეკლესიის აგების იდეა შესთავაზა. “მწვანე მუშტის” ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში ინტერნეტმომხმარებლებს პეტიციაზე ხელმოწერა მითითებულ ლინკზე შეუძლიათ: http://manifest.ge/mobile/item/313#.VX_mHB308P1.facebook

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები