დავით ნარმანია და ნოდარ ხადური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა და დავით ნარმანიამ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს გააცნეს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა და ამჟამად დედაქალაქში მიმდინარე სამაშველო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონკრეტული დახმარების საკითხებს, როგორც ფინანსური და ტექნიკური ხასიათის, ასევე ექსპერტული და სარეკონსტრუქციო მიმართულებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს პერიოდში, ფინანსთა სამინისტრო სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინაციით დიპლომატიური მისიებისთვის მოამზადებს ერთიან დოკუმენტს, რომელშიც ასახული იქნება დეტალური ინფორმაცია, რათა თითოეულმა საელჩომ კონკრეტულად იმუშაოს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტული პროექტებისთვის ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების გამოსაყოფად.
ასეთივე ფორმატის შეხვედრა გუშინ ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები