“მზიურის” ტერიტორიაზე ნაპოვნი ქალის ცხედარი, სავარაუდოდ, ივლიტა ჯიბუტს ეკუთვნის

“მზიურის” ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების დროს ნაპოვნი ქალის ცხედარი, სავარაუდოდ, ივლიტა ჯიბუტს ეკუთვნის. 
ცხედრის ადგილზე იდენტიფიცირებისას, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილის მონაცემები ივლიტა ჯიბუტის მონაცემებს ემთხვევა.
მამა გიორგის შვილი 24 წლის ივლიტა ჯიბუტი სტიქიის დროს მეუღლესთან და მეგობართან ერთად სახლში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები თავის გადასარჩენად სახლის სახურავზე ავიდნენ, თუმცა სამივე მოვარდნილმა ნიაღვარმა გაიტაცა. ივლიტა ჯიბუტის მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.
ნაპოვნია ასევე, ოჯახის სტუმრის მარიამ ქუთელიას ცხედარიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები