“მზიურში“ კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

თბილისში, “მზიურის” პარკში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, მაშველებმა გოგონას ცხედარი იპოვეს, რომელიც ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
შეგახსენებთ, „მზიურში“ უკვე მესამე ცხედარი იპოვეს, მათგან ერთ-ერთი ინდირა ზარანდია იყო, მეორე კი – მაშველი ზურაბ მუზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები