თბილისში ჩეხეთის ზოოპარკის დელეგაცია ჩამოვიდა

თბილისში ჩეხეთის ზოოპარკის დელეგაცია ჩამოვიდა, რომელსაც სტიქიასთან ბრძოლაში გარკვეული გამოცდილება აქვს და ის ქართულ მხარეს რეკომენტაციებს მისცემს. თბილისის ზოოპარკში ამ დრომდე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკის წარმომადგენლები გვირეკავენ და გვთავაზობენ თავის დახმარებას. თბილისში, პრაღის ზოოპარკიდან ჯგუფი ჩამოვიდა, რომელსაც სტიქიურ უბედურებაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს“,- განაცხადა მზია შარაშიძემ.
მისივე თქმით, მუშაობის პროცესში თითქმის ზოოპარკის ყველა ბინადარი იპოვეს, თუმცა ისინი დაღუპულები არიან.
„გუშინდელი დღის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა ცხოველი ვიპოვეთ, სამწუხაროდ, ყველა დაღუპულია. დღეს დღის ბოლომდე შევძლებთ შედეგების შეჯამებას და გვეცოდინება, რამდენი ცხოველი დაიღუპა და რამდენი გადარჩა“,- განაცხადა მზია შარაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები