კლინიკებში სტიქიისგან დაზარალებული 6 პაციენტი რჩება

სამედიცინო დაწესებულებებში სტიქიისგან დაზარალებული პაციენტების რაოდენობა მცირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივნისის 20:00 საათის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებს ჯამში 40-მდე დაშავებულმა მიმართა, რომელთაგან კლინიკებში მხოლოდ 6 პაციენტი რჩება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში წყალდიდობა მოხდა, რის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები