ოდესის ზოოპარკი მზად არის, თბილისის ზოოპარკს 17 ცხოველი გადასცეს

ოდესის ზოოპარკი მზად არის, წყალდიდობით დაზარალებულ თბილისის ზოოპარკს 17 ცხოველი აჩუქოს. როგორც სააგენტო „უნიანს“ ოდესის საქალაქო საბჭოში აცნობეს, მათ ესმით, თუ რა დიდია ტრაგედიის მასშტაბები და როგორი რთული იქნება ცხოველების კოლექციის აღდგენა. საუბარია რამდენიმე ქორზე, აზიურ მაჩვზღარბებზე, ასევე მიმინოებზე, აქლემებზე და პონიზე. ყველა ცხოველი 2007 – 2015 წლებში არის დაბადებული. „თბილისის ზოოპარკისთვის ცხოველების გადაცემის საკითხები ეტაპობრივად გადაწყდება ქართველ კოლეგებთან შეთანხმების და ყველა აუცილებელი პროცედურის გავლის შემდეგ“,- აცხადებენ ოდესის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები