თეა წულუკიანმა სოფელ ახალდაბის მოსახლეობას საკვები პროდუქტები ჩაუტანა

იუსტიციის მინისტრი სოფელ ახალდაბაში იმყოფებოდა. თეა წულუკიანმა ჩაქცეული გზის იქით დარჩენილ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა − ურიკები, ბარები, რეზინის ჩექმები, პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი ჩაუტანა, რაც იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებმა გაიღეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ნივთები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით შეგროვდა.
14 ივნისს იუსტიციის მინისტრი ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაფრინდა ახალდაბაში, ადგილობრივებს გაესაუბრა და მათგან მიიღო ინფორმაცია, თუ რა ტიპის დახმარებას საჭიროებდა ჩაქცეული გზის იქით დარჩენილი მოსახლეობა. სწორედ მათი თხოვნის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრომ გენერატორიც შეიძინა, რომელიც ახალდაბის მოსახლეობას კომუნიკაციების აღდგენამდე ელექტროენერგიით მოამარაგებს. სტიქიის ზონაში სამედიცინო პუნქტიც გაიხსნა, რომელიც მოსახლეობას პირველად დახმარებას გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები