მერაბ კონტრიძე სტიქიით დაზარალებულებს 50 ათასი ლარით დაეხმარა
უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენმა მერაბ კონტრიძემ სტიქიით დაზარალებულების ანგარიშზე 50 000 ლარი გადარიცხა. ბიზნესმენი მათ დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს.
“შეძრული ვარ ჩემს სამშობლოში, თბილისში დატრიალებული ტრაგედიით. ვუსამძმრებ დაღუპულების ოჯახებს, ვუერთდები საყოველთაო სოლიდარობის აქციას და მსურს ჩემი პატარა წვლილი შევიტანო დახმარების საერთო საქმეში”, – აცხადებს მერაბ კონტრიძე.