ივლიტა ჯიბუტის ნივთები რესტორან „ბეღელთან“ აღმოაჩინეს
სტიქიის დროს დაკარგული ივლიტა ჯიბუტის მოსაძებნად სამძებრო სამუშაოები გრძელდება. დაკარგული ივლიტას ოაჯხის წევრები, მეგობრები და ახლობლები დღეს დილიდან მაშველებთან და მოხალისეებთან ერთად სამძებრო ოპერაციაში ჩაერთვნენ.
როგორც დაკარგული გოგონას ბიძა, მიხეილ ჯიბუტი სოციალურ ქსელში წერს, ივლიტა ჯიბუტის ნივთები ვაკე-საბურთალოს გზაზე, რესტორან „ბეღელთანაა“ აღმოჩენილი. ოჯახის წევრები მოსახლეობას სამძებრო ოპერაციაში ჩართვის თხოვნით მიმართავენ. 24 წლის ივლიტა ჯიბუტი 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაიკარგა. იგი ადიდებულმა ვერემ გაიტაცა.