“კობი და მეგობრები” სტიქიის შედეგად დაზარალებულებს 10 000 ლარით დაეხმარება

ლევან კობიაშვილის საერთაშორისო ფონდი “კობი და მეგობრები” სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების მზაობას გამოთქვამს.

ფონდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ოჯახებს.

“ლევან კობიაშვილის საერთაშორისო ფონდი “კობი და მეგობრები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ოჯახებს. გვსურს, ჩვენი მოქალაქეობრივი წვლილი შევიტანოთ და დაზარალებულთა დასახმარებლად გადავრიცხოთ 10 000 ლარი”, – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები