ზარანდიების დედის თვითმკვლელობა არ დასტურდება
გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დების ინდირა და ლიზა ზარანდიების დედამ თავი მოიკლა სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ “კვირას“ ზარანდიების ოჯახის ახლობელმა განუცხადა.
ინდირა ზარანდია გუშინ მზიურის პარკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს, ლიზა ზარანდიას ამ დრომდე ეძებენ.
13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის ღამეს დები ინდირა და ლიზა ზარანდიები, 27 წლის სერგო კაპანაძესთან ერთად თავისუფლების მოედნიდან დელისის მეტროს მიმართულებით ტაქსით მგზავრობდნენ. მათთან კონტაქტი დაახლოებით ათ საათზე გაწყდა.