თავისუფლების მოედანზე, სტიქიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

თავისუფლების მოედანზე სტიქიის შედეგად დაღუპული თანამოქალაქეების ხსნოვნის საპატივცემულოდ ახალგაზრდები აქციას მართავენ. ახალგაზრდები დედაქალაქის საკრებულოს წინ არიან შეკრებილნი.
როგორც ადგილიდან “კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება, შეკრებილებმა გარდაცვლილთა საპატივცემულოდ ადგილზე თან ყვავილები და სანთლები მიიტანეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დასუფთავების პროცესში მოხალისეების დიდი ნაწილის ჩართვა საჭირო აღარაა.
ისინი აქციაზე მისულ ადამიანებს მოუწოდებენ “წითელ ჯვართან“ ერთად გააგრძელონ დაზარალებული მოქალაქეების დახმარება.
აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ “წითელ ჯვარს“ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროცესში ავტომობილებთან ერთად ცოცხალი ძალის დახმარებაც სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები