ჯაბა სამუშიას ბიუროს წევრებმა შშმ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თემქის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ჯაბა სამუშიას ბიუროს წარმომადგენლები დღეს შშმ ბავშვთა ასოციაციას „ანიკას“ ესტუმრნენ და მათ „ბარამბოსა“ და „ზედაზენის“ მიერ წარმოებული პროდუქცია- ტკბილეული და ნატურალური წვენები საჩუქრად გადასცეს.
ბავშვებს, რაიონის ბიუროს წარმოადგენლებთან ერთად, მსახიობები და მომღერლები ეწვივნენ და მათთვის კონცერტი გამართეს. ზეიმში მონაწილეობა ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა და მომღერლებმა მიიღეს, როგორიც არიან ანსამბლ „ივერიის“ წევრები: თემურ წიკლაური, ალექსანდრე კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი და სხვა.
თავის მხრივ, ბავშვებმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედება წარმოუდგინეს და საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს.