C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ბათუმისა და ქუთაისის კლინიკები ჩაერთვნენ

ბენეფიციარებს 15 ივნისიდან შეუძლიათ მიაკითხონ ბათუმში ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს, ქუთაისში კი შპს მულტიპროფილურ ჰოსპიტალს „მედიქალსითის“ და შპს „ლივერმედის“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, პოაციენტებს მომავალი კვირიდან ზუგდიდის კლინიკებიც მიიღებენ.
“შპს „ლივერმედი“ პაციენტებს უკვე დღეიდან იღებს. მომავალი კვირიდან კი ბენეფიციარებს ზუგდიდის კლინიკებიც მიიღებენ. პროგრამაში ჩასართავად სერვისცენტრებში 4 500 ადამიანია დარეგისტრირებული. С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფოსბუვირის“ 10 000 ფლაკონი აგვისტოს ბოლოს შემოვა. პირველ ეტაპზე ჩასართავი 5 000 პაციენტიდან, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ცხრაასამდე პაციენტი უკვე ჩაერთო. პროგრამაში ჩასართავად პრიორტეტი ენიჭებათ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც ყველა საჭირო კვლევა ჩატარებული აქვთ და მათი ღვიძლის მდგომარეობა კრიტიკულია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ.
ცნობისთვის: თბილისში ბენეფიაციარებს 4 კლინიკა – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, „ჰეპა“, „ნეოლაბი“ და „მრჩეველი“ ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები