თინათინ ხიდაშელი ბრიტანულ დელეგაციას შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელები იმყოფებიან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანულ დელეგაციას გაერთიანებული ძალების განვითარებისა და თავდაცვის აკადემიის გენერალური დირექტორი, ვიცე-ადმირალი დუნკან პოტსი ხელმძღვანელობს.
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ბრიტანელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიესალმნენ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მსგავსი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სიტყვით მიმართვისას, თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს როლზეც გაამახვილა ყურადღება.
სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს თავდაცვის სამინისტროს დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის J5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციასა და რეფორმებზე პრეზენტაციები წარუდგინეს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიის დელეგაცია საქართველოში მეორედ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები