გარბენში „ერთად ვიმარჯვებთ“დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა შორის პირველ ადგილზე ლევან კვანჭიანი გავიდა (ფოტოკოლაჟი)

მიცკევიჩის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მარათონის ტიპის გარბენი „ერთად ვიმარჯვებთ“ გაიმართა. აქტივობაში თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღეს მონაწილეობა. მათ 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად წარმატებით გაირბინეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა შორის პირველ ადგილზე კაპრალი ლევან კვანჭიანი გავიდა.
მეორე და მესამე ადგილი კი უფროსმა სერჟანტმა პაატა ჯიბუტმა და კაპრალმა ბესო გოგობერიშვილმა გაინაწილეს. გამარჯვების ნიშნად გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მათ სერთიფიკატები და თასები გადასცეს. სპორტული აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ვეტერანებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მსგავს აქტივობებში ჩართვასა და ახალგაზრდებში მარათონის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. გარბენში სულ 1000-მდე მსურველმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. გარბენის დასრულების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა თემურ დადიანმა აზიდვებში გინესის რეკორდი გააუმჯობესა.
მან 1 წუთში 44-ჯერ აიზიდა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის კონცერტით დასრულდა. გარბენი „ერთად ვიმარჯვებთ“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის“ (IDA) და საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით განხორციელდა.

1480628_998710486828360_6001080825916639531_n

10007511_998710430161699_9138209187323667438_n

10354067_998710913494984_1885757852258695705_n

10369104_998710510161691_7875252007540735957_n

10687087_998710270161715_2121851438534804326_n

11162081_998710356828373_1659553955357751773_n

11291780_378579519014904_120891980_n

11377137_998711393494936_6740421076078667516_n

11377220_998711466828262_7164992891496526420_n

11377255_998711416828267_4004820161116959475_n

11377333_998710626828346_303248983561825125_n

11390226_998710346828374_4498654577538131156_n

11391194_998711036828305_1133039744375110222_n

11391244_998711186828290_7153007378335660830_n

11393037_998710360161706_8565497412089262275_n

11393152_998711440161598_1435993974303976731_n

11393160_998710480161694_862776507924159554_n

11401436_998710776828331_1048410468837369294_n

11425254_998710623495013_5839545248816041087_n

11427060_998710650161677_3134990163896653759_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები