საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი – 2015-2016 გაიხსნა

4 ივნისს, თელავის სახელმწიფო თეატრში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი – 2015-2016. კონცერტში მონაწილეობდნენ: „საქართველოს ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ერისიონი“, „ბასიანი“, „წინანდალი“, პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარიძე.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს „საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს – 2015-2016“. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: ხალხური სიმღერა და ცეკვა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები