რუსუდან ზვიადაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება

5 ივნისს, 19:30 საათზე, „აჰუნდოვ ჰაუსის“ არტ გალერეაში რუსუდან ზვიადაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლო შვიდი თვის განმავლობაში შექმნილი 37 ნამუშევარი. მათ შორის: პორტრეტები, პეიზაჟები და რამდენიმე ნატურმორტიც.
„მე ვთვლიდი, რომ პერსონალური გამოფენისთვის მზად არ ვიყავი, მაგრამ ჩემი მეგობრების და „სოკარის“ ჯგუფის წარმომადგენლების თხოვნით, გადავწყვიტე. მინდა მნახველამდე მივიტანო ჩემი სათქმელი. მინდა ყველას გავუზიარო ის სიხარული და პოზიტიური ენერგია, რაც ჩემი ნამუშევრებიდან მოდის. ეს გამოფენა ჩემთვის დიდი სტიმული და მოტივაცია იქნება, რომ გავაგრძელო მუშაობა…“, – ამბობს რუსუდან ზვიადაძე. გამოფენა 9 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები