კახი კავსაძის საიუბილეო საღამო გაიმართება

5 ივნისს კახი კავსაძეს 80 წელი უსრულდება. მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სპეტაკლი „მოხუცი ჯამბაზები“ გაიმართება. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყობა საზეიმო მიღება – კახი კავსაძეს და მის თაყვანისმცემლებს, ღონისძიების ორგანიზატორებისგან მრავალი სიურპრიზი ელოდებათ. მსახიობის საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები